შეუძლია თავისუფლად იმყოფებოდეს ისეთ ადგილებში, სადაც მამაკაცის ყოფნა შეუძლებელი ან გართულებულია
როგორც წესი ქალისგან არ ელოდებიან სერიოზულ წინააღმდეგობას და აგრესიას, საშიშროებას და ამიტომ ნაკლებად აღიქვამენ როგორც პირად მცველს
ზოგიერთ შემთხვევაში პირადი მცველი ქალი შეუცვლელია, მაგ. როდესაც ჩხუბობენ ქალები. თუ პირადი მცველი მამაკაცი შეეცდება ერთერთის დაცვას, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ სრულიად ჯენტლმენური მოსაზრებით ჩაერიოს უცხო მამაკაცი.
ქალს-პირად მცველს არსენალში ობიექტურად გააჩნია მეტი საშუალებები. შეუძლია განასახიეროს საქმიანი პარტნიორი, მდივან-რეფერენტი, დელეგაციის მეორეხარისხოვანი წევრი, მოსამსახურე, ბავშვების მომვლელი, მასწავლებელი, მეგობარი ქალი, ცოლი, შვილი და ა.შ.
პირად მცველ ქალს ფიზიკური ძალით არ შეუძლია მეტოქეობა გაუწიოს მამაკაცს, მაგრამ გააჩნია სხვა უპირატესობა-მოულოდნელობის ეფექტი, სხვადასხვა იარაღის და სახელდახელო საგნების გამოყენება (აეროზოლი, ელექტროშოკი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ა.შ.
პირად მცველ ქალს გააჩნია უპირატესობა თუ დასაცავი პირი ქალია. მას შეუფერხებლად შეუძლია იმყოფებოდეს მასთან ყველგან (ტუალეტი, სილამაზის სალონი, სპორტული დარბაზები)
სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემებში აპრობირებულია გამოკვლეული ფსიქოლოგიური მეთოდი, რომლის მიხედვითაც პოტენციური დამნაშავისა თუ ტერორისტის წინააღმდეგ უფრო ეფექტურად იმოქმედებს იდენტური სქესის წარმომადგენელი აზროვნების მსგავსების გამო.