უსაფრთხოების დაცვა არასოდეს არის ზედმეტი. ჩვენ მოგიყვანეთ მარტივი წესები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს ავტომობილში მაქსიმალურად უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი და მაქსიმალურად აირიდოთ უსიამოვნო სიტუაციები.
წინასწარ მოამზადეთ მანქანის გასაღები ავტომობილში ჩაჯდომამდე;
სანამ მანქანაში ჩაჯდებით, დაათვალიერეთ, ხომ არ იმყოფება უცხო პირი შიგნით.
როგორც კი ავტომობილში ჩაჯდებით ჩაკეტეთ კარები.
თუ შეამჩნევთ რომ საეჭვო მანქანა აგედევნათ, მოუხვიეთ ზედიზედ მარჯვნივ 4-ჯერ. თუ საეჭვო მანქანა კვლავ მოგყვებათ, ეცადეთ მიხვიდეთ უახლოეს პოლიციის შენობამდე, ან დარეკოთ პოლიციაში.
მანქანიდან გადმოსვლამდე მიმოიხედეთ ირგვლივ. მანქანის გასაჩერებლად ნუ აირჩევთ ისეთ ადგილებს, სადაც იმყოფებიან არაფხიზელი კომპანიები და საეჭვო პირები.
ავარიის შემთხვევაში ნუ იკამათებთ მეორე მანქანის მფლობელთან და არ გადასცეთ თქვენი საბუთები, ეცადეთ შეატყობინოთ პოლიციას.
თუ უსაფრთხოების ღვედი გიჭერთ, დაიდეთ რბილი სათამაშო, ამით თქვენი უსაფრთხოება არ დაზარალდება, ამავდროულად იმგზავრებთ კომფორტულად.
თუ თავს დაგესხნენ ავტოსადგომზე, თქვენი მანქანიდან მოშორებით და სხვა გამოსავალი არ გაქვთ, უკიდურეს შემთხვევაში სცადეთ შეძვრეთ რომელიმე მანქანის ქვეშ და მოუხმოთ მშველელს.