რომ არ გაგძარცვონ – მარტივი რჩევები მაღაზიების მფლობელებისთვის
დაცვის სამსახური “მაგისტრი” წარმოგიდგენთ მარტივ რჩევებს, რომლებიც მაღაზიების მფლობელებს დაეხმარებათ უზრუნველყონ საკუთრების უსაფრთხოება და დაიცვან ისინი დაუპატიჟებელი სტუმრების ვიზიტისგან:
სალარო უნდა განთავსდეს კარგად განათებულ და ქუჩიდან გამოსაჩენ ადგილზე
სალაროში მოათავსეთ რამდენიმე დანომრილი ბანკნოტი
სალაროში დააყენეთ ბოლო ბანკნოტის დეტექტორი. სალაროდან (ყველა ბანკნოტის ამოღების შემთხვევაში გადაიცემა განგაშის სიგნალი)
სალაროსთან და სხვა მნიშვნელოვან ადგილებში დაამონტაჟეთ საგანგაშო ღილაკები.
ეფექტურია შიდა და გარე პერიმეტრზე ხმოვანი მაშუქების არსებობა.
სამუშაო დღის განმავლობაში ფული შეინახეთ სეიფში.
აწარმოეთ 24 საათიანი ვიდეომეთვალყურეობა და შეინახეთ ჩანაწერის არანაკლებ ერთკვირიანი არქივები. ვიდეოჩანაწერების ანალიზი საშუალებას მოგცემთ აღადგინოთ მომხდარის დეტალები.
გარდა ამისა, საშუალებას მოგცემთ დროულად გამოავლინოთ და რეაგირება გააკეთოთ ქურდობის ფაქტებზე როგორც მომხმარებელთა, ასევე პერსონალის მხრიდან
წარმატებით გადაჭრათ კონფლიქტური სიტუაციები მომხმარებლებთან
თუ ფინანსური მდგომარეობა არ გაძლევთ სრულფასოვანი ვიდეოკონტროლის საშუალებების მონტაჟის შესაძლებლობას დააყენეთ იაფფასიანი იმიტაციური კამერები, მომხმარებლის და პერსონალის დისციპლინირებისთვის
ფული შეინახეთ საიმედო კონსტრუქციის და კედელზე ან იატაკზე დამაგრებულ სეიფებში, აღჭურვეთ განგაშის ღილაკით რეაგირების ჯგუფის გამოსაძახებლად
ფული დათვალეთ უსაფრთხო ადგილზე, უცხო პირებისთვის აკრძალულ ზონაში. შესასვლელი კარი აღჭურვეთ დაშვების სისტემით, საბარეთე ან ბიომეტრული, ელექტრონული საკეტით, კოდური კლავიატურით და სხვა, რეაგირების ჯგუფის გამოძახების შესაძლებლობით
ბანკში ფული გადაიტანეთ სხვადასხვა დროს, არანაკლებ ორი პირის თანხლებით. მნიშვნელოვანი თანხების გადასატანად გამოიყენეთ ინკასაციის სამსახური
ეცადეთ არ მიიქციოთ ზედმეტი ყურადღება, ფული გაიტანეთ ჩვეულებრივი ჩანთით და არა ბანკის სპეციალური ან გამჭვირვალე შეფუთვებით
უზრუნველყავით მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიის კარგი განათება. ყურადღება მიაქციეთ რომ მაღაზიიდან გამოსასვლელის სიახლოვეს არ იყოს ისეთი ადგილები, სადაც ბოროტმოქმედი შეიძლება ჩაგისაფრდეთ
როგორ მოვიქცეთ ძარცვის დროს
მაქსიმალურად დაიცავით სიმშვიდე და არავითარ შემთხვევაში არ დაუთმოთ ბოროტმოქმედს ყველაზე ძვირფასი – თქვენი სიცოცხლე
ყურადღება მიაქციეთ და დაიმახსოვრეთ დამნაშავის გარეგნობა, ტანსაცმელი, მეტყველების და ქცევის მანერა
არ გაუწიოთ წინააღმდეგობა და არ გამოიწვიოთ მისი აგრესიულობის პროვოცირება. ნუ გამოიჩენთ ზედმეტ გმირობას
ნუ შეეკამათებით მძარცველს, დაემორჩილეთ მის მოთხოვნებს. დამნაშავეები იშვიათად აყენებენ ზიანს მათ, ვინც ემორჩილებათ და ასრულებენ მათ მოთხოვნებს
დამნაშავის ზედმეტი განერვიულება მხოლოდ გაზრდის მის აგრესიულობას და გაახანგრძლივებს მისი იქ ყოფნის დროს
მძარცველს მიეცით მხოლოდ ის რასაც თვითონ ითხოვს. ეცადეთ მისცეთ მას დანიშნული და დამუშავებული ბანკნოტებიც
მიაქციეთ ყურადღება თუ რომელ ნივთს შეეხება ბოროტმოქმედი, რომ შესაძლებელი გახდეს მისგან ანაბეჭდების აღება
შეათანხმეთ დამნაშავესთან თქვენი თითეული მოქმედება, მოძრაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მან შეიძლება არასწორად გაიგოს თქვენი მოძრაობის მიზანი
როცა დამნაშავე დატოვებს მაღაზიას, ნუ ეცდებით, გაეკიდოთ მას, ყურადღება მიაქციეთ, თუ
რა მიმართულებით და რა ტრანსპორტით წავა
როგორ მოვიქცეთ ძარცვის შემდეგ
ჩაკეტეთ ყველა კარი
დარეკეთ პოლიციაში და აცნობეთ:
სად და რა დროს მოხდა ძარცვა (მისამართი, ობიექტი)
დამნაშავეების აღწერა
რა მიმართულებით გაემართნენ
როგორ დატოვეს ტერიტორია (ფეხით, მანქანით და ა.შ.)
მანქანის აღწერა
რით იყო შეიარაღებული
ეცადეთ ხელი არ ახლოთ არაფერს. ყველაფერი დატოვოთ თავის ადგილზე
თითეულმა თანამშრომელმა (სასურველია კლიენტებმაც) დამოუკიდებლად და გააკეთოს ნანახის წერილობითი აღწერა