მემორანდუმი – Magistri Security x GIU

MAGISTRI SECURITY და GIU – ახალი შესაძლებლობები სამართლის სტუდენტებისთვის. MAGISTRI SECURITY აგრძელებს განვითარებას არა მხოლოდ უსაფრთხოების სერვისების მიმართულებით, არამედ განათლების სფეროსთან აქტიური თანამშრომლობითაც. სიხარულით ვაცხადებთ, რომ ჩვენი კომპანია გახდა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ-ს სამართლის სკოლის პრაქტიკის პარტნიორი, რაც მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის მომავალი იურისტებისთვის.